logo_geo
თბილისის N71 ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედებისას სავარაუდოდ ერთი ბავშვი დაშავდა
- +

29 დეკემბერი. 2018. 19:11

 

 

თბილისის N71 საჯარო ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედებისას სავარაუდოდ ერთი მცირეწლოვანი დაშავდა. ფაქტი 26 დეკემბერს მოხდა.

 

პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, რომ სწორედ 26 დეკემბერს შეიყვანეს ერთ-ერთი ბაღიდან მათთან პიროტექნიკით დაშავებული მცირეწლოვანი. მისივე თქმით, ბავშვი მსუბუქად იყო დაშავებული და იმავე დღეს გაწერეს. დამწვრობის ცენტრში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი N71 ბაღის შემთხვევას.

 

დაშავდა თუ არა ვინმე საბავშვო ბაღში მომხდარის დროს, ამის შესახებ არ საუბრობენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება. მათივე ცნობით, ბაღის ადმინისტრაციისგან აქვთ ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა. მომხდართან დაკავშირებით ბაღის დირექტორმა სააგენტოს ახსნა-განმარტება მეორე დღეს მისცა.

 

წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკის გამოყენების შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი