logo_geo
ტრამპის ინაუგურაციაზე დაცვამ მიხეილ სააკაშვილი ბუჩქებისკენ ჩააჩოჩა
- +

21 იანვარი. 2017. 21:28


 


მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ვაშინგტონში ჩასვლამდე დონალდ ტრამპის საქართველოში ყოფნის ამსახველი ვიდეო გაავრცელა და მას მეგობარი უწოდა, ინაუგურაციაზე დაცვამ არ შეუშვა და ის ბუჩქებისკენ ჩააჩოჩა.


აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი „სტრანა" „ევროპული უკრაინის" დიპლომატიური მისიის ვიცე-პრეზიდენტ ალი რეზა რეზაზადეზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა.


„მე მისგან შორს ვიმყოფებოდი, თუმცა ჩემმა მეგობრებმა გვერდით ჩაუარეს „ჩამოგდებულ მფრინავს", რომელიც ბუჩქებში იმალებოდა. პრეზიდენტ ტრამპის გულითადი მეგობარი მისგან შორს იმყოფებოდა და ისიც კი ვერ შეძლო, დაცვა გაევლო, რადგან ახლოს მას არ უშვებდნენ", - წერს რეზაზადე და სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი