logo_geo
მარიხუანას მომხმარებელი თინეიჯერები შიზოფრენიისკენ არიან მიდრეკილი
- +

21 იანვარი. 2017. 23:33




თინეიჯერები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ მარიხუანას, საკუთარ ტვინს ზიანს აყენებენ და შიზოფრენიისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილი. ამერიკელი მკვლევრების აზრით, ნარკოტიკული საშუალება განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანთა იმ ჯგუფისათვის, რომელთაც ფსიქიკური პრობლემების მიმართ გენეტიკური განწყობა აქვთ.


მერილენდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლის, აზაფ კელერის განცხადებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მარიხუანას მოხმარება ყველაზე მეტ ზიანს გარდამავალ ასაკში მყოფ თინეიჯერებს აყენებს. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში „ნეიროფსიქოფარმაკოლოგია".


კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც მარიხუანას მოხმარებას 16 წლამდე ასაკში იწყებენ, ტვინის დაზიანების მეტი რისკის ქვეშ არიან და მიდრეკილება უჩნდებათ ფსიქიკური გადახრების მიმართ.


„მოზარდობის ასაკი არის კრიტიკული პერიოდი, რა დროსაც მარიხუანას მოხმარებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მოზარდს. ჩვენ ახლა უნდა გამოვიკვლიოთ ბიოლოგიური საფუძვლები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რამდენად რეალურია კვლევის შედეგები და აყენებს თუ არა ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ მარიხუანას პერმანენტული გამოყენება", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა სილვინა მულინს რავერმა, რომელიც მერილენდის მედიცინის სკოლის დოქტორობის კანდიდატია.


მისი თქმით, ექსპერიმენტი ზრდასრულ ასაკში მყოფ თაგვებზეც ჩაატარეს, თუმცა მათი ქცევა და ტვინის განვითარება არ შეცვლილა. ამის გათვალისწინებით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარიხუანას მოხმარება ტვინის განვითარებაზე გავლენას მხოლოდ მოზარდობის პერიოდში ახდენს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი