logo_geo
გაიოზ კანდელაკი: ჩვენთვის პირველი უნდა იყოს ქვეყანა და მერე პირადი კეთილდღეობა
- +

ავტორი ილონა ცაცუა

1 იანვარი. 2019. 11:05

 

 

„თბილისის ბიგ ბენდის“ დამფუძნებელი გაიოზ კანდელაკი ახალი წლის ტრადიციებთან დაკავშირებით „რეპორტიორს“ ესაუბრა.  ის ქვეყანას გაერთიანებას უსურვებს და  საჭიროების შემთხვევაში, ბენდი  მზადაა, ნაწარმოები მიუძღვნას საქართველოს ახალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

 

„ქვეყანას, პირველ რიგში, ვუსურვებ სიმშვიდესა და გაერთიანებას. ჩვენთვის პირველი უნდა იყოს ქვეყანა და მერე პირადი კეთილდღეობა.

 

ახალ წელთან დაკავშირებით ბევრი კონცერტია დაგეგმილი. მომზადებული გვაქვს საახალწლო პროგრამა. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ნაწარმოები მივუძღვნათ სალომე ზურაბიშვილს.

 

რაც შეეხება საახალწლო ტრადიციებს. ჩვენ ოჯახებთან ერთად ვხვდებით ახალ წელს. საერთოდ, ტრადიცია გვაქვს, რომ 29 რიცხვში, მთელი ორკესტრი ვიკრიბებით სტუდიაში. ჩვენი მეგობრებიც მოდიან. ცოტას ვსვამთ, ვსაუბრობთ, ვმღერით. მერე ვიღებთ ხელფასს. მივდივართ და ვყიდულობთ საჩუქრებს, ქათამს და თუ ცოტა გოზინაყსაც მივუმატებთ, კარგი იქნება“, - განაცხადა გაიოზ კანდელაკმა.

 

 

big_banner
არქივი