logo_geo
ირმა სოხაძე: სიმღერით მივულოცავ ახალ წელს ჩემს ხალხს
- +

ავტორი ილონა ცაცუა

1 იანვარი. 2019. 14:56

 

 

 რომელ ტრადიციას არ ღალატობს და რისი მოსწრება უნდა ღამის 12 საათამდე, სად ხვდება ახალ წელს და რა სურს ყელაზე მეტად, - ამის შესახებ მომღერალი ირმა სოხაძე „რეპორტიორს“ ესაუბრა.

 

„ახალ წელს ყოველთვის ჩემი მშობლების სახლში ვხდებოდი. უკვე 45 წელია, მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვხვდები. წელსაც ასე იქნება. ადრე დედა ამზადებდა ყველაფერს, საცივს, გოზინაყს და ა.შ. თუმცა, 3-4 წელია მე მიწევს ამის კეთება.  ვცდილობთ, ტრადიციებს არ ვუღალატოთ. მინდა, 12 საათამდე მოვასწრო ეს ყველაფერი. საახალწლო კონცერტზე, ბოლო ორი წელია ვმღერი და წელსაც ვიმღერებ. სიმღერით მივულოცავ ჩემს ხალხს ახალ წელს. ქვეყანას ვუსურვებ დამშვიდებას. ეკონომიკური საკითხების მოგვარებას. ყველაზე მეტად კი მსურს ერთმანეთის მიმართ აუტანლობის ტემპერატურის დაწევა“, - განაცხადა ირმა სოხაძემ.

 

 

big_banner
არქივი