logo_geo
ჯემალ ღაღანიძე: თოვლის ბაბუაც მე ვარ და ყველაფერი მე ვარ
- +

2 იანვარი. 2019. 11:43

 

 

როგორ აღნიშნავს ახალ წელს  მსახიობი ჯემალ ღაღანიძე? - ამის შესახებ მან „რეპორტიორს“ უამბო.

 

„ახალ წელს ვხვდები სახლში, ოჯახთან ერთად. ბავშვები გვყავს ოჯახში და მე ვარ მთავარი აქ.  როგორც მსახიობი კაცი, თოვლის ბაბუაც მე ვარ და ყველაფერი მე ვარ. ქვეყანას ვუსურვებ გაერთიანებას, დაწყნარებას, დადინჯებას. ოპტიმისტი კაცი ვარ და ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ 90 წელს მიღწეული ვარ, მეც მჯერა, რომ მოვესწრები ამას“, - განაცხადა ჯემალ ღაღანიძემ.

 

big_banner
არქივი