logo_geo
დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

8 იანვარი. 2019. 23:37

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

„ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავასა და კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მზია ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ლეო კვაჭაძის, ივანე ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, დგებუაძის და გვარამიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

02 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო და ზემო ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, გოთუას, გაგარინის, შარტავას, დარასელიას, არშბას, ლვოვის, ონიაშვილის, ზოვრეთის, ოდესის, ისაკაძის, ანაგის, თაბუკაშვილის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის და ოჩამჩირის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ისნის რაიონი – 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

მთაწმინდის რაიონი – 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, გოგჩას, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ჩუღურეთის რაიონი – 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ახალი არსენალის პირველი და მეორე ქუჩების, რეხის მეორე, ბოდავის მეორე, ასპინძის მეორე, ლამის მესამე, ახუთის, არგვეთის, რეხის, ქურდიანის, თოფურიძის, ცოტნე დადიანის, ქვალონის, თვალჭრელიძის, გაბისკირიას, ზუგდიდის, დიღომბარის, პეტრე ბაგრატიონის, სტურუას, მახათას, მანგლისის, მახალდიანის, კელაპტრიშვილის, რაულს ეშბას, ალექსანდრე ყანჩელის, სალიების, ტერენტი გრანელის, ჩეჩელაშვილის, ტყეშელაშვილის და ბიჩინაშვილის მცხოვრებლებს.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი