logo_geo
1 გარდაცვლილი და 12 დაშავებული - ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს შეეჯახა
- +

9 იანვარი. 2019. 10:41

 

 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ისინი მშენებლობასთან მდგარ ფარდულში შედიოდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი