logo_geo
დავით სერგეენკო: პირბადეების დეფიციტი რამდენიმე აფთიაქში იყო და მალევე აღმოიფხვრა
- +

10 იანვარი. 2019. 16:21

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტი არ არსებობს.

 

„ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტი არ არსებობს. თუ დავინახეთ სადმე რაიმე სახის დეფიციტი, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებით ვახდენთ შეშველებას, შევსებას“, -აღნიშნა სერგეენკომ.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას პირბადეების დეფიციტთან დაკავშირებით, მინისტრის განმარტებით, ეს პრობლემა გუშინ მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში შეიქმნა და ისიც მალევე აღმოიფხვრა:

 

„რაც შეეხება იმას, რომ გუშინ იყო რამდენიმე აფთიაქში პირბადეების დეფიციტი, რამდენიმე საათში აღმოიფხვრა და ნამდვილად არ არის რაღაც სისტემური ხასიათის“, -აღნიშნა სერგეენკომ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი