logo_geo
რეჟისორი გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

20 ნოემბერი. 2016. 02:39



2016 წლის 19 ნოემბერს, 82 წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, რეჟისორი გიზო ჟორდანია.


აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

 

„ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან ერთად, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გიზო ჟორდანიას ოჯახს, მის ახლობლებსა და მთელ თეატრალურ საზოგადოებას.

 

გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატია, დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. „ჰაჯი-მურატი", „ხოგაის მინდია", „სამანიშვილის დედინაცვალი" , „ანა ფრანკის დღიური", „ჰამლეტი", „აბესალომ და ეთერი", „სამგროშიანი ოპერა"- რეჟისორის შემოქმედების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

 

გიზო ჟორდანიამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში.

 

განსაკუთრებულია მისი როლი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის განვითარებაში.

 

გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით „აბესალომ და ეთერი" 2016 წელს ოპერის განახლებული თეატრი გაიხსნა", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

big_banner
არქივი