logo_geo
ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა
- +

11 იანვარი. 2019. 14:01

 

 

Tasteatlas-ის რეიტინგში  ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა. მსოფლიოს გამორჩეულ კერძებს შორის „ყველიანმა პურმა“ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა. 

 

„ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად მას ყველით, კვერცხით, კარაქითა და ცომით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას ან სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. იმერული და აჭარული ხაჭაპური ყველაზე გავრცელებულია“, - განაცხადა Tasteatlas-ზე განთავსებულ ხაჭაპურის აღწერაში.

 

Tasteatlas პირველი გლობალური ვებგვერდია, სადაც მსოფლიო რუკაზე 5 ათასზე მეტი კერძი, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით არის წარმოდგენილი.

 

Tasteatlas პერიოდულად აქვეყნებს მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი