logo_geo
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 51 პაციენტი მკურნალობს
- +

11 იანვარი. 2019. 15:04

 

„გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადების ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 51 პაციენტი მკურნალობს“, – ამის შესახებ „პირველ არხს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისი თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც სულხან ორჟონიამ აღნიშნა, პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორის ინფორმაციით, 51 პაციენტიდან 19 მცირეწლოვანია, მათგან ორი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი