logo_geo
ბორჯომში მდინარე მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს
- +

11 იანვარი. 2019. 16:28

 

 

ბორჯომში, სილამაზის ხიდთან მდინარე მტკვარში 65 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. გამვლელები ამბობენ, რომ მათ დღეს დილით ხიდზე ქალის ქურთუკი და სხვა ნივთები იპოვეს, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი