logo_geo
„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს
- +

12 იანვარი. 2019. 02:39

 

 

ტვინი იტანჯება, როცა თქვენ ცუდად ისაუზმეთ (საერთოდ ვერ მოასწარით საუზმობა), როდესაც თქვენ მანქანაში მიირთმევთ და ამავდროულად, ტელეფონზე საუბრობთ; როცა ეწევით, სვამთ და მუდმივად სტრესულ სიტუაციაში იმყოფებით.

 

ჩვენ მუდმივად მას ვძაბავთ, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ვაძლევთ. „თქვენს ტვინს სუფთა, ჯანსაღი, უცხიმო საკვები სჭირდება. მაგრამ ტკბილ საკვებზე უარი არ თქვათ - საკუთარ თავს თუნდაც თაფლის მიღების უფლება მიეცით. ტვინს მოსწონს შოკოლადი, მას სჭირდება წყალი, მაგრამ ყველაზე მეტად გიჟდება სიცილზე“ - ამბობს ვლად სიურეა, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია, ნეიროქირურგად მუშაობს.

 

პროფესორი და გამოცდილი ექიმი უკვე 10 წლის განმავლობაში რუმინეთში სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის დირექტორია.

 

ნეიროქირურგმა ტვინზე თითქმის 23, 000-ზე მეტი ოპერაცია ჩაატარა. მისი ყველაზე პატარა პაციენტი მხოლოდ ორი დღის იყო.

 

მან, როგორც არავინ, იცის, რომ ტვინი სწორედ ჩვენს გამო ავადდება. და ცოტამ თუ იცის, თუ როგორ დაიცვას და გააძლიეროს.

 

„თუ თქვენ მუდმივად ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანს უყურებთ და ასე ყოველდღე, არ ელოდოთ, რომ ტვინი მადლობას გეტყვით. ახლა ადამიანები მხოლოდ ფეისბუქის და სხვა სოციალური ქსელის საშუალებებით ურთიერთობენ. ეს არასწორია. ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ჯგუფში და არა იზოლაციაში“ - განაცხადა პროფესორმა.

 

ტვინის ჯანმრთელობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამისთვის თქვენ ადრე დგებით, ელემენტარულ ვარჯიშებს ასრულებთ და ოთახის ტემპერატურის ორ ჭიქა წყალს სვამთ.

„დილით, რაც შეიძლება ადრე უნდა გაიღვიძოთ, ფანჯრები გააღოთ და ოთახში სუფთა ჰაერი შემოუშვათ. და ორი ჭიქა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. პირველი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას გაააქტიურებს. მეორე კი სასარგებლოა იმისთვის, რომ მთელი სხეული მოქმედებაში მოიყვანოს. მარტივად რომ ვთქვათ, ის გაღვიძებაში გვეხმარება“ - ამბობს ნეიროქირურგი.

 

ძილის დროს ტვინს არ სძინავს, ის აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ შინაგან ორგანოებს მხარი დაუჭიროს. მაგრამ ის კიდევ უფრო რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს.

 

თუ ადამიანი იძინებს მისთვის რთულ კითხვაზე ფიქრით და არ იცის, თუ როგორ გადაჭრას ეს საკითხი, მეორე დღეს მას პასუხი ექნება.

 

„მეორე დღეს თქვენ გამოსავალს იპოვით. ასე რომ, ტვინი ფიქრს, მსჯელობასა და მეხსიერებას შორის კავშირს ამყარებს, ხოლო დილით იდეას გთავაზობთ. სწორედ ამიტომ, უძილო ღამეები დაივიწყეთ“ - ამბობს პროფესორი.

 

მისივე თქმით, ტვინს ცხიმი, თამბაქო და ალკოჰოლი არ უყვარს, მაგრამ შავ შოკოლადზე გიჟდება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი