logo_geo
„რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა”- ვინ არის 26 წლის ქალი, რომელიც სავარაუდოდ H1N1-ს ემსხვერპლა
- +

12 იანვარი. 2019. 23:41

მორიგი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. სავარაუდოდ H1N1-ის ვირუსით, 26 წლის ეკა მიქელაშვილი გარდაიცვალა. გოგონამ გარდაცვალებამდე საკეისრო კვეთა გაიკეთა.

 

ეკას მეგობარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„ახალი ნამშობიარევი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე გოგო… ასე მოულოდნელად გრიპით გარდაიცვალა… არ დასცალდა ნორმალურად გაეგო რა არის დედობა… ენით აღუწერელი ტრაგედიაა”- წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

 

არსებული ინფორმაციით, შეუძლოდ არიან მიქელაშვილის ოჯახის სხვა წევრები. ქალი წარმოშობით, კახეთიდან იყო. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მეუღლესთან ერთად დედაქალაქში ცხოვრობდა.

 

ოჯახის ახლობლების თქმით, გოგონამ საკეისრო კვეთა კლინიკაში „ბაიებიში” ჩაუტარდა. კლინიკიდან რამდენიმე დღეში ქალმა საავადმყოფოს მიმართა, თუმცა მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით ის „ღუდუშაურის კლინიკაში” გაწერეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი