logo_geo
რჩევები, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონში მწვავე ვირუსების თავიდან ასაცილებლად!
- +

13 იანვარი. 2019. 03:57

დაიბანეთ ხელები ხშირად

 

თუ წელს გაცივდებით ან გრიპი გექნებათ, მადლობა პირდაპირ თქვენ ხელებს შეიძლება გადაუხადოთ. ბევრი ვირუსი სწორედ ამ გზით ხვდება ორგანიზმში. ხელებით ბაქტერიებს ადვილად ვიკრებთ და შემდეგ პირიდან ან თვალებიდან ისინი ჩვენ ორგანიზმში ხვდებიან. გამოსავალი ერთია: რაც შეიძლება ხშირად და კარგად დაიბანეთ ხელები.

 

გრიპის ვაქცინა

 

შესაძლოა ფიქრობთ, რომ გრიპი მარტივი პრობლემაა და მის პრევენციას დიდ ყურადღებას არ უთმობთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს სავალალოც შეიზლება აღმოჩნდეს. გრიპი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში, ორსულებსა და მოხუცებში. ერთი პატარა ვაქცინა დაგიცავთ თქვენ და თქვენ ოჯახს შემდეგი გართულებებისგან.

 

მიაქციეთ ყურადღება სიმპტომებს

 

გაციება თუ გრიპი? სიმპტომების განსხვავება რთულია, მაგრამ ძირითად შემთხვევებში გაციება უფრო სუსტი ხასიათისაა. გაციებას თან ახლავს სასუნთქი გზების დახუთულობა.

 

გრიპი ჩვეულებრივ კი უფრო მკაცრია და ჩნდება უცაბედად, იწვევს სიცხეს, დაუძლურებას, გამოფიტვას.

 

მიიღეთ საჭირო მედიკამენტები

 

გაციების და გრიპის უამრავი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ აირჩიეთ ისინი სწორად. ბევრი მედიკამენტი ერთობლივად მოქმედებს სხვადახვა სიმპტომებზე, უმჯობესია აირჩიოთ მედიკამენტი, რომელიც კერძოდ თქვენი ჩივილების მოსახსნელად გამოგადგებათ. მკურნალობა იმ პრობლემისა, რაც არ გაწუხებთ არარეკომენდირებულია.

 

მოერიდეთ ანტიბიოტიკებს

 

გაციებაც და გრიპიც ვირუსებისგანაა გამოწვეული, ასე რომ ანტიბიოტიკები აქ ვერ დაგეხმარებიან. ისინი მხოლოდ ბაქტერიულ პრობლემებთან სამკურნალოდ გამოიყენება. უფრო მეტიც, ანტიბიოტიკების არასაჭიროდ გამოყენება ზრდის სახიფათო ბაქტერიების მოშენების რისკებს, რაც მედიკამენტების მოქმედებას ხელს უშლის.

 

დარჩით სახლში

 

ვირუსებთან საბრძოლველად ორგანიზმს დასვენება და ენერგიების შენარჩუნება ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პრევენცია გახანგრძლივდება, ამავდროულად ხელს არ შეუწყობთ ვირუსის გავრცელებას ხალხში.

 

დეზიმფექცია

 

თუ სახლში გრიპიანი ოჯახის წევრი გყავთ, უმჯობესია გამოუყოთ მას ცალკე ჭურჭელი, ასევე გამოიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცები რაც ბაქტერიების გამრავლებას ხელს შეუშლის.

 

ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები

 

ნატურალური საშუალებებით აპირებთ გაციებასთან ბრძოლას? – სცადეთ თაფლით სავსე ერთი კოვზი. ის შესუსტებს ხველას ისევე, როგორც აფთიაქებში ნაყიდი ხველების მედიკამენტები. წლამდე ბავშვებისთვის თაფლის მიცემა არაა რეკომენდირებული. კენკრა და ჟენშენი ასევე დაგეხმარებათ გრიპის სიმპტომების შემცირებაში.

 

მიიღეთ დამატებით სითხეები

 

დამატებითი სითხეების დალევა, როცა ავად ხართ, დაგეხმარებათ ლორწოს გათხელებასა და სასუნთვის გაუმჯობესებაში. კარგია წყალი, წვნიანი საჭმელები, წვენები, ცხელი კომპოტები და მცენარეული ჩაი.

 

მედიკამენტები გრიპს ვერ კურნავენ, თუმცა დაგეხმარებიან უფრო მალე გამოკეთებაში. ანტივირუსული წამლები ამცირებენ სიმპტომებს და გეხმარებიან გამოკეთებაში. მათი მიღება სიმპტომების შემჩნევიდან 48 საათის განმავლობაშია რეკომენდირებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი