logo_geo
იაშვილის საავადმყოფოში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ 4 არასრულწლოვანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა
- +

14 იანვარი. 2019. 15:38

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, დღეს, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი შეიყვანეს. აფეთქების შედეგად, ოთხივე მათგანს კიდურების დაზიანება აღენიშნებოდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

 

საავადმყოფოს ექიმი-ორთოპედის, ბიძინა კანაშვილის განცხადებით, ერთ-ერთმა პაციენტმა აფეთქებისას თითი დაკარგა.

 

„1 იანვრის მსგავსად, კლინიკაში 4 პაციენტი შემოიყვანეს, რომელთაც აღენიშნებოდათ პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები. მათი ასაკი 8-დან 15 წლამდეა. დაზიანებული ჰქონდათ კუნთები, მყესები, აღენიშნებოდათ ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. აფეთქების დროს ხშირად ზიანდება ხელის ფალანგები, რაც ნაღმზე დაზიანებას წააგავს”,- აღნიშნა ბიძინა კანაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი ბათუმიდან გადმოიყვანეს, დანარჩენები კი თბილისიდან არიან. ექიმის თქმით, ბავშვების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მათ დაახლოებით, 3-4 დღეში გაწერენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი