logo_geo
თბილისში ტრენდული შავი პირბადე გახდა
- +

15 იანვარი. 2019. 02:48

თბილისში, მეტროსა თუ სამარშრუტო ტაქსიში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში, დიდ უმრავლესობას პირბადეები უკეთია. როგორც ჩანს, პრევენციის მიზნით, გრიპის საწინააღმდეგოდ, საზოგადოებამ ნელ-ნელა უკვე დაიწყო თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალების გამოყენება.

 

პირბადეები, ძირითადად, მწვანე და თეთრი შეფერილობისაა, თუმცა გარკვეული მოდური შტრიხი აქაც შეინიშნება და აფთიაქებში სულ უფრო მეტი ადამიანი კითხულობს შავ პირბადეებს. ქალაქშიც უკვე მრავლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც შავი ფერის პირბადეებს ანიჭებენ უპირატესობას.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი