logo_geo
Instagram-ზე რეკორდის მოხსნას, ამჯერად, ხინკალი ცდილობს!
- +

15 იანვარი. 2019. 03:55

მას შემდეგ, რაც რეალითი შოუს ვარსკვლავის, კაილი ჯენერის შვილის ფოტოს instagram-ზე მოწონებების რაოდენობით კვერცხის ფოტომ გადაასწრო, ახალი რეკორდის დამყარებას ქართული კერძი - ხინკალი ცდილობს.

 

„თუ კაილი ჯენერმა და კვერცხმა მიიღეს მილიონობით მოწონება, შეუძლია თუ არა მათი დამარცხება საუკეთესო ხინკალს?" - წერია Instagram-მ პოსტზე, რომელსაც, ჯერჯერობით, 60 ათასი მოწონება აქვს. https://www.instagram.com/p/BsnDrc-hQz8/?utm_source=ig_embed

 

Instagram-ის ამ ანგარიშის უკან 17 წლის აბიტურიენტი გეგა კოპალეიშვილი დგას. გეგა ამბობს, რომ უამრავი შეტყობინება მისდის და როცა სურათი ატვირთა, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ელოდა.

 

პოსტის კომენტარებში ასევე ვხედავთ კონკურსში ჩაბმის მსურველ ელარჯს, თუმცა, ალბათ სჯობს, რომ ერი არ დაიქსაქსოს და საერთო მიზნის გარშემო კონცენტრირდეს.

 

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს კაილი ჯენერის რეკორდი Instagram-ზე კვერცხმა მოხსნა

 

instagram-ის ყოფილ რეკორდსმენ ფოტოში კაილი ჯენერისა და რეპერის, ტრევის სკოტის შვილი სტორმი ვებსტერი ჩანს

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი