logo_geo
მაღლივი-ბაგების აღდგენილ და დღემდე უმოქმედო საბაგიროს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება
- +

15 იანვარი. 2019. 11:08

 

 

თსუ-ს მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო დამატებით შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ პირველ არხს თბილისის მერიაში განუცხადეს. საბაგირო 2017 წელს შპს „საქსპეცტრანსმა“ აღადგინა, თუმცა ის ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ შესულა.

 

„ამ ეტაპზე, საბაგიროს დამატებითი უსაფრთხოების ტესტირების ღონისძიებები მიმდინარეობს, რაზეც გადაწყვეტილება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მოქალაქეების უსაფრთხოების სათანადოდ უზრუნველყოფის მიზნით მიიღო. ტესტირება მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩატარდება და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საბაგირო ოპერირებას დაიწყებს“, – აცხადებენ მერიაში.

 

მაღლივი-ბაგების საბაგირო 22 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 2004 წლამდე ფუნქციონირებდა.

 

 

 

big_banner
არქივი