logo_geo
საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი
- +

16 იანვარი. 2019. 17:43

 

 

ხვალ, 17 იანვარს, საქართველოში ამინდი გაუარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში - თოვა, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

 

„16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი,17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

 

17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს facabook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი