logo_geo
თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ბანერი განახლდება
- +

16 იანვარი. 2019. 17:51

 

 

„თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ბანერი განახლდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და სხვადასხვა სახეობის მცენარეები დაირგვება, საკმაოდ ლამაზი იქნება. ჩემი თხოვნაა, ამ პროექტის ფარგლებში ასევე ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ბანერი ჩამოვხსნათ და განახლებული, ისეთი გაკეთდეს, რაც რეაბილიტირებულ პროექტს შეესაბამება.

 

მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა და განათება მოეწყობა. ასევე, დაირგვება მცენარეები და დაითესება ბალახი. განხორციელდება თარგის და ტერასები ოვალური, ელიფსური ფორმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

big_banner
არქივი