logo_geo
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
- +

16 იანვარი. 2019. 21:21

 

 

 

„დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

 

​აფეთქების შედეგად არიან ასევე დაშავებულები, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

 

დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

 

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

 

 

 

big_banner
არქივი