logo_geo
ლადო ვახტანგაშვილი: რომ არა უბნის ბიჭები, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა
- +

17 იანვარი. 2019. 12:01

 

 

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ლადო ვახტანგაშვილი სოციალური ქსელში წერს, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა უბნის ბიჭები, რომლებმაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გამოიყვანეს.

 

„რამდენიმე დღეა მეზობლები უჩივიან გაზის სუნს კორპუსში, გამოძახებული ჰყავდათ შესაბამისი სამსახური (როგორც მცხოვრებლები ამბობენ), მაგრამ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს.

დარტყმის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, დაკეტილ ბინაში დამონტაჟებული ე.წ. კარმა სამასი მეტრის მოშორებით გადააგდო, ჩაანგრია სართულებს შორის არსებული კედლები და მოწყვიტა ლიფტი. წნევამ ასევე მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქებამ ასევე გამოიწვია მოპირდაპირე მხარეს არსებული კორპუსების დაზიანება.

 

რომ არა უბნის ბიჭები, რომლებმაც დანგრეული სადარბაზოს საშუალებით (იმ დროს, როდესაც გაზი ისევ ჟონავდა) გამოიყვანეს შოკში მყოფი მცხოვრებლები, შეიძლება, მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო.

საღოლ ამ ბიჭებს, რომ არ შეეშინდათ და ასეთი საფრთხის პირობებში გამოიყვანეს დაშავებულებიც და გარდაცვლილებიც“, – წერს ლადო ვახტანგაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 საათზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რის შემდეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. რამდენიმე ათეული ადამიანი კი დაშავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი