logo_geo
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხიდების მშენებლობაზე 17,5 მილიონ ლარს დახარჯავს
- +

17 იანვარი. 2019. 14:40

 

 

 

ყველაზე მეტი თანხა 6.5 მლნ მდ. ენგურზე და ასევე მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზეა გამოყოფილი (5.2 მლნ ). - წერს gbc.

 

ტენდერები გამოცხადებულია: ადიგენი-უდე-არალის ს/გზის კმ 1 მდ. ქვაბლიანზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითი საავტომობილო გზის კმ16+720 მდ. ნადინებზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის კმ25+650-ზე მდინარე ოჩხომურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე;

 

ბორჯომი - ბაკურიანი - ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 31-ზე მდ. წყაროზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; გორი-მეჯვრისხევი ს/გზის კმ 2(1+060)–ზე, მდ. თორთლაზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის ბაქანი საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდ. ცივაზე (ლუბეკის არხი) ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე;

 

ქუთაისი (ავტოქარხანა) - ხონი-სამტრედიის ს/გზის 9+160 კმ-ზე მდ. გუბისწყალზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე;

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდ. ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე;

 

big_banner
არქივი