logo_geo
ილია მეორე: გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდი დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო
- +

17 იანვარი. 2019. 16:07

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

 

„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდი დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია.

 

მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით, შეცვლილი სახით აგრძელებენ ცხოვრებას, ახლა უკვე მარადიულ წარუვალ სამყაროში, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.

 

აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დაშავებულები კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

 

 

 

 

big_banner
არქივი