logo_geo
გია არაბიძე: არის კორპუსები, რომელსაც არ უხერხდება გარედან მილის გაყვანა
- +

17 იანვარი. 2019. 18:22

 

ენერგეტიკოსი გია არაბიძე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, გაზის მილის გაყვანის უსაფრთხოებაზე საუბრობს. მისი თქმით, სადარბაზოში გაზის აფეთქება იშვიათად ხდება, ვიდრე სახლში. ამის შესახებ ენერგეტიკოსმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „NEWSROOM“ -ის ეთერში განაცხადა.

 

„არის კორპუსები, რომელსაც არ უხერხდება გარედან მილის გაყვანა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სადარბაზოებში გაყვანა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ მიდის სადარბაზოდან სახლში, გაზის მოწყობილობამდე. გაზის მილიდან, ყველა შემთხვევაში, უნდა მოხერხდეს გაზის მიყვანა გაზის ხელსაწყოსთან. სხვა სათავსოების გავლის გარეშე“, - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.

 

მან ასევე ისაუბრა სახლში დამონტაჟებული  ცენტრალური გათბობის ქვაბებისა და წყლის გამაცხელებლის შესახებ.

„თუ წვისთვის საჭირო ჰაერის შეწოვა ხდება გარედან და ნამწვის გატყორცნაც ხდება გარეთ, ეს შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ. თუმცა, ის წყლის გამაცხელებელი, რომელიც ღია სისტემით მუშაობს ანუ ჰაერს მოიხმარს ოთახიდან და ნამწვსაც იქვე უშვებს, არავითარ შემთხვევაში მისი დაყენება არ შეიძლება! წყალგამაცხელებლების ერთი სერიოზული პრობლემაა ის რომ, გაზის და წყლის წნევის მიხედვით, შესაძლოა წვა შეწყდეს. ანუ თუ, წყალი ცხელი მოდიოდა და გაცივდა, ეს ნიშნავს, რომ გაზის მიწოდება შეწყდა და გაზი წვის გარეშე გროვდება. იმ წუთშივე უნდა გამორთოთ მოწყობილობა და გაანიავოთ ოთახი!“ - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი