logo_geo
გია არაბიძე: გაანიავეთ ოთახი და დაცული იქნებით...
- +

17 იანვარი. 2019. 19:00

 

 

ენერგეტიკოსი გია არაბიძე ბუნებრივ აირთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „NEWSROOM“-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია გაზის დეტექტორის დამონტაჟება და ოთახის განიავება.

 

„თუ ერთი საათის განმავლობაში, სახლში გაზის მოწყობილობა მუშაობს (არ აქვს მნიშვნელობა, გაზქურაა თუ წყლის გამაცხელებელი), გააღეთ ფანჯარა 5 წუთით და გაანიავეთ, აბსოლუტურად დაცული იქნებით ამ შემთხვევაში! აადუღეთ ჩაიდანი, გააკეთეთ სადილი და ვთქვათ, 40 წუთი გქონდათ ჩართული გაზქურა, გააღეთ და გაანიავეთ“,  - განაცხადა გია არაბიძე.

 

ენერგეტიკოსი იძლევა რეკომენდაციას, რომ აუცილებლად ყველა სახლში უნდა იყოს დამონტაჟებული გაზის დეტექტორი, რომელიც გაზის მცირე კონცენტრაციაზეც იძლევა ხმოვან სიგნალს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი