logo_geo
„ოპერაცია როდის გაუკეთდება ჯერ არ ვიცით” - როგორია უსაყვარლესი ნიკოლოზის მდგომარეობა...
- +

19 იანვარი. 2019. 00:10

 

ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომელიც ჯერ მთელმა საქართველომ გაიცნო სასაცილო ვიდეოთი, შემდეგ კი მისი ავადმყოფობის ამბავმა ააფორიაქა სოციალური ქსელი, ახლა მშობლებთან ერთად ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება.

 

როგორც რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, ნიკოლოზს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა და თირკმელი უნდა გადაუნერგონ. ოპერაციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად კი ოჯახს საზოგადოების დახმარება დასჭირდა.

 

 

ნიკოლოზის მამის, ზურა ჭიჭიკოშვილის ინფორმაციით, ნიკოლოზს ბელორუსში ახლა გამოკვლევებს უტარებენ.

 

„მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია როდის გაუკეთდება, ჯერ არ ვიცით. ოპერაციის გაკეთებამდე, აუცილებელია ნიკოლოზმა მკურნალობის კურსი გაიაროს და გამოკვლევები ჩაუტარდეს, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ. ცოტა ხანში დავბრუნდებით საქართველოში და მერე ისევ უნდა ჩამოვიდეთ ბელორუსიაში გამოკვლევების ჩასატარებლად.“

 

- თავად ნიკოლოზი როგორ გრძნობს თავს?

 

- გამოკვლევებზე სიარული რომელ ადამიანს სიამოვნებს, მითუმეტეს ნიკოლოზს.

 

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი საზოგადოებამ ტაძარში გადაღებული ვიდეოდან გაიცნო, ბავშვმა პუტკუნა ლოყობითა და გასაოცარი მანერებით ადვილად შეაყვარა ყველას თავი.

 

ანგარიშის ნომერი: GE06BG0000000791931400 მიმღები ზურაბ ჭიჭიკოშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი