logo_geo
მილტონ ჰეიგი ბიძინა ივანიშვილზე: იგი სიხარულით დებს ინვესტიციას სარაგბო ინფრასტრუქტურაში
- +

24 იანვარი. 2017. 00:16


 


ბრიტანულმა BBC-მ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტისა და რესპოდენტის საუბარი საქართველოში რაგბის დაფინანსებასაც შეეხო. „ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა სპეციალისტმა კმაყოფილება გამოთქვა არსებული სარაგბო ინფრასტრუქტურით და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რაგბისადმი გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა:


„საქართველოში როცა ჩამოვედი მაღალი სტანდარტების სარაგბო ბაზები დამხვდა. მსგავსი ინფრასტრუქტურა ახალ ზელანდიაშიც კი არ მქონდა ნანახი და, ვფიქრობ, არც ახლა არ არის იქ ასეთი ბაზები. ჩვენ გვაქვს საკუთარი 27-ნომრიანი სასტუმრო, საცურაო აუზი, როგორც ბუნებრივსაფარანი , ასევე ხელოვნურსაფარიანი მოედანი, და ეს ყველაფერი თანამედროვე სტანდარტებითაა გაკეთებული. გვაქვს შესანიშნავი სავარჯიშო დარბაზი. მსოფლიო თასის დაწყებამდე მე ვთქვი, რომ ჩვენი წინსვლისთვის კარგი იქნებოდა თუ ასეთი დარბაზი გაკეთდებოდა- 10 წუთში უკვე აშენებული იყო.

 

არა მგონია, რომ ის(ბიძინა ივანიშვილი) რაგბიზე ფანტასტიკურად შეყვარებული იყოს. უბრალოდ, მან კარგად იცის რას აკეთებს რაგბი ქვეყნისა და ხალხისთვის. შესაბამისად, იგი სიხარულით დებს ინვესტიციას სარაგბო ინფრასტრუქტურაში."


სტატიაში BBC-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ე.წ. მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის ქართული რაგბი თავისი მყარი ფინანსური მხარდაჭერით გამოირჩევა.


„როცა, ოკენეთის ქვეყნებს განვითარებაში ხელს უშლის მწირი ფინანსები და ცუდი სარაგბო ინფრასტრუქტურა, ქართული რაგბი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილსიგან ფინანსდება",- წერის BBC-ს ჟურნალისტი.


წყარო http://mkitxveli.ge/

 

 

big_banner
არქივი