logo_geo
ამერიკის ყველაზე წარმატებული ფიტნეს ინსტრუქტორი ქალი ქართველია!
- +

24 იანვარი. 2017. 02:20


 

 

ეკატერინე მეიშვილი-გუნსლერია, ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორია, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 41 წლის ეკატერინა გასული წლის ბოლოს ლას-ვეგასში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე „ფიტნეს ამერიკა 2016" გამოვიდა და გაიმარჯვა კიდეც, მან პირველობა ექვსას კონკურსანტთა შორის მოიპოვა.


ეკატერინე მთელი ცხოვრება ტანვარჯიშით იყო დაკავებული. 25 წლისა ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და იქ უკვე ფიტნესმა გაიტაცა. გარდა იმისა, რომ ინსტრუქტორია და სხვებს ავარჯიშებს, თავადაც აქტიურად გამოდის შეჯიბრებებზე და დიდი წარმატებები აქვს.


„ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალი" სამი შვილის დედაა - უფროსი გოგონა ჰყავს პირველი ქორწინებიდან და ტყუპი ქალ-ვაჟი - მეორე ქორწინებიდან. სამივე შვილს ქართული სახელები ჰქვია - ნინი, ნიკოლოზი და მზია. დედა მათ ქართულს გულმოდგინედ ასწავლის.


 

 

 

 

 







წყარო  http://www.movlenebi.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი