logo_geo
თბილისში მცხოვრები ვეტერანებისთვის უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდება
- +

31 იანვარი. 2019. 10:31

 

„მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში მცხოვრები და სამაჩაბლოდან დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაატარებენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

 

„ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

 

მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. 1 (მისასვლელი ლუბლიანას ან ბელიაშვილის ქუჩის მხრიდან)

 

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი