logo_geo
ლაგოდეხში ავტოავარიას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
- +

31 იანვარი. 2019. 12:43

 

 

ლაგოდეხში ავტოავარიას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

 

დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ სამი ადამიანი. ისინი სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

 

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

big_banner
არქივი