logo_geo
მერაბ კოსტავა: როცა ზედამხედველები ჩემი გვამის „გასატანად“ მოვიდნენ, გაოგნებულები დარჩნენ
- +

31 იანვარი. 2019. 13:48

ფეისბუქ-გვერდი - „მოვკვდები საქართველოსთვის • Movkvdebi Sakartvelostvis“, საქართველოს ეროვნული გმირისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას დღიურებიდან მოკლე ეპიზოდს აქვეყნებს. მერაბ კოსტავა იხსენებს პერიოდს, როდესაც ის პერმის ბანაკში ყოფნისას 40-გრადუსიან ყინვაში, კარცერში ჩააგდეს, მაგრამ მან მთელი ღამე ხტუნვაში გაატარა და გადარჩენა შეძლო.

 

„პერმის ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი, მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი. მთელი ღამე ხტუნვაში გავატარე. როცა მეორე დილით ზედამხედველები ჩემი გვამის „გასატანად“ მოვიდნენ, გაოგნებულები დარჩნენ, როცა დავუძახე: „პრივეტ, ბრატცი!“ – მერაბ კოსტავას დღიურებიდან.

 

 

big_banner
არქივი