logo_geo
GWP“: თბილისის წყალი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს
- +

31 იანვარი. 2019. 15:48

 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე - თბილისის წყალი სასმელად არ ვარგა, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც  „GWP“ წერს, თბილისის სასმელი წყალი სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და სასმელად ვარგისია.

 

„30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.

 

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ  სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

 

კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს“, - ნათქვამია „GWP“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი