logo_geo
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის
- +

31 იანვარი. 2019. 16:02

 

 

 

„თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის“, - ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

 

ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

 

კომენტარი გააკეთა ადგილზე მყოფმა შსს-ს წარმომადგენელმა. მისი თქმით, გამოძიება ექსპლუატაციის წესების დარღვევით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

„სავარაუდოდ, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, რაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევით. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, ყველა შესაბამისი სამსახური. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დადგენა. სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო არიან ეს ადამიანები გარდაცვლილი“, - განაცხადა გაგა კირკიტაძემ.

 

შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი