logo_geo
ეზიდთა მთავარი მირ თაჰსინ საიდ ბეგი გარდაიცვალა
- +

31 იანვარი. 2019. 16:56

 

„86 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მსოფლიოს ეზიდთა მთავარი, შეიხანის ემირი მირ თაჰსინ საიდ ბეგი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „კავკასიური სახლი“ ავრცელებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„მირ თაჰსინ ბეგის მოღვაწეობა ეზიდთა ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა. მრავალი დიქტატორული რეჟიმის წნეხს გადარჩენილი, ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრები ეზიდები 2014 წელს ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდნენ ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სასტიკი ძალადობის წინაშე. ტერორისტებმა ათასობით უდანაშაულო ეზიდი მოკლეს, უამრავი მოქალაქე მონად აქციეს, ხელი შეუწყვეს ადამიანებით ვაჭრობასა და მათზე ძალადობას.

 

თაჰსინ ბეგი ადამიანების მონობისგან გათავისუფლებისათვის, დაჩაგრული და დევნილი ოჯახების დაბინავებისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მშენებლობისათვის იბრძოდა“, - წერია „კავკასიური სახლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი