logo_geo
პეკინზე, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა ნარკოტიკს ხარშავდნენ - „40 წუთის შეშვებული მყავდა ბიჭები“
- +

31 იანვარი. 2019. 23:07

 

 

პეკინის ქუჩაზე მდებარე ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო. როგორც თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უამბეს, ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერებას ხარშავდა. შემთხვევის დროს ქვაბი, რომელშიც აცეტონი იყო ჩასხმული, აფეთქდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი ბინის ფანჯრები ჩაიმსხვრა. ბინა ორმა ახალგაზრდამ დღეს დაიქირავა. ინფორმაციას 2020NEWS“-ი ავრცელებს.

.

ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო.

.

ბინის მეპატრონემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ნორმები ყველანაირად დაცული იყო და რამ გამოიწვია აფეთქება, მისთვის უცნობია. მისი თქმით, ბინა სულ 40 წუთის გაქირავებული ჰქონდა, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა.

.

„40 წუთის შეშვებულები მყავდნენ. სად წავიდნენ ის ბიჭები მე თვითონაც არ ვიცი. ორ ახალგაზრდა მამაკაცს დღეს საღამოს მივაქირავე ბინა. არ ვიცი მათ რა გააკეთეს, ამ პირებს მე ვერ ვპოულობ.", - ამბობს ბინის მეპატრონე.

.

შემთხვევის ადგილზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შსს აწარმოებს.

 

 

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი  ( http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/107878-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C-40-%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%95/19/?fbclid=IwAR0A6OrTjKfbJCJpPBmT2Q2Kg0fWPV4oJS5QdA-DRrHSNGvA1MMspoV7fOU  )

წყარო : wyaro
big_banner
არქივი