logo_geo
„სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური - გაზმა გაგუდაო” – ვინ იყო ქეთევან წამებულზე დაღუპული 19 წლის ლაშა კობახიძე
- +

31 იანვარი. 2019. 23:56

 

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გარდაცვლილთაგან ორი, მამა-შვილია.

 

ქეთევან წამებულის 67 ნომერში ნაპოვნი 7 მამაკაციდან ყველაზე პატარა 19 წლისაა, რომელიც ქუთაისიდან თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა.

 

როგორც ლაშა კობახიძის ახლობლები აცხადებენ, შემთხვევას გადაურჩა ლაშას ძმა, რომელიც სხვაგან იმყოფებოდა.

 

“სკოლა ახლახანს დაამთავრა, სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი ოჯახის შვილი. გაზმა გაგუდაო. თვეებია წასულია თბილისში. მშენებლობაზე იყო დასაქმებული” – აცხადებენ კობახიძის ახლობლები.

 

საზარელი ფაქტის შესახებ შეიტყვეს ჯონი და მალხაზ ყაზიშვილების ოჯახის წევრებმაც. ძმები სწორედ იმ ბინაში იქნნენ აღმოჩენილნი, სადაც სავარაუდოდ გაზმა გაჟონა. მათ მცირეწლოვანი შვილები დარჩათ.

 

გარდაცვლილებს შორის არის 54 წლის ბათო სუთიძე, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის მკვიდრია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი