logo_geo
ამინდის პროგნოზი
- +

1 თებერვალი. 2019. 10:47

 

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 1 თებერვალს დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, 2 თებერვალს +8 გრადუსი და ასევე ნალექია მოსალოდნელი, +10 გრადუს სითბოსა და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ 3-4 თებერვალს.

 

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში 1 თებერვალს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება. 2 თებერვალს +12 გრადუს სითბოსა და წვიმას პროგნოზირებენ.

 

3 -4 თებერვალს +15 +16 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

 

დედაქალაქ თბილისში დღეს +1 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. 2 თებერვალს +10 გრადუს სითბოსა და წვიმას პროგნოზირებენ. 3 თებერვალს +11 +12 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

 

 

 

big_banner
არქივი