logo_geo
თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროდამტენს სახლთან გადასახადის გარეშე დაუმონტაჟებს
- +

2 თებერვალი. 2019. 14:46

 

 

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს, სურვილის შემთხვევაში, სახლთან ელექტროდამტენს გადასახადის გარეშე დაუმონტაჟებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, საკმაოდ კომპლექსურია პრობლემები ამასთან დაკავშირებით და სჭირდება მასშტაბური მიდგომა. მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით ვერ მოვახერხებთ პრობლემის გადაჭრას, ამიტომ საკმაოდ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ.

 

ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ ელექტრომობილების შემოყვანას ქალაქში, რაც უფრო მეტი ელექტრომობილი იქნება მისასალმებელია, თქვენ იცით, რომ განბაჟების საფასური არის ნოლი ელექტრომობილზე, პარკირება ქალაქში უფასო იქნება. სიახლე, რომელიც მინდა მოგახსენოთ – შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი chargers.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია დარეგისტრირდეს და მოგვაწოდოს ინფორმაცია თავის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველგვარი ანაზღაურების, გადასახადების გარეშე, მზად ვართ, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი