logo_geo
ხიდების რეკონსტრუქციისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება
- +

2 თებერვალი. 2019. 22:01

 

 

თბილისის გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებულ ხიდებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდებათ. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ მერიაში განუცხადეს. ხიდების რეკონსტრუქციის გამო 2019 წლის 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა განპირობებულია 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟით, რომელიც ჯამში 52 ერთეულია.

 

მერიაში აცხადებენ, რომ  სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ახალი ხიდების მშენებლობა.

 

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი