logo_geo
ანა ქურხული სტენფორდის უნივერსიტეტის მაგისტრანტი გახდა
- +

3 თებერვალი. 2019. 14:49

 

აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა უმაღლესმა სასწავლებელმა, სტენფორდის უნივერსიტეტმა ქართველი მაგისტრანტი ანა ქურხული 2-წლიან პროგრამაზე სასწავლებლად მიიღო.

 

როგორც ანა ქურხულმა „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აპლიკაცია რამდენიმე უნივერსიტეტში გაგზავნა, მათ შორის იყო „სტენფორდისა“ და „ჰარვარდის“ უნივერსიტეტები. გასაუბრების შემდეგ, დეკემბერში ორივე უნივერსიტეტმა თანხმობა გამოგზავნა.

 

მისივე თქმით, ორივე უნივერსიტეტს თანაბარი რეიტინგი აქვს, თუმცა მან „სტენფორდი“ აირჩია.

 

„ეს არის ორწლიანი პროგრამა, რომელზეც ყოველ წელს დაახლოებით, 400 ადამიანი იწყებს სწავლას. დაფინანსების დიდ ნაწილს უნივერსიტეტი იღებს თავის თავზე. სასწავლებლად კი, დაახლოებით მსურველთა 5 %-ს იღებენ. ჯერჯერობით არ ვიცი, სად გავაგრძელებ მუშაობას სწავლის დამთავრების შემდეგ“, - განაცხადა ანა ქურხულმა.

 

„სტენფორდის“ უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს.

 

„სტენფორდის“ უნივერსიტეტში სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ ამის შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს ეძლევა. უნივერსიტეტში მოსახვედრად მსურველმა ურთულესი საკონკურსო პროგრამა უნდა გაიაროს, რომელიც ეფუძნება მის აკადემიურ მოსწრებას, პირად მონაცემებსა და მიღწევებს.

 

მანამდე ანა ქურხულმა ბაკალავრიატის კურსი „იესემის“ ბიზნესსკოლაში დაამთავრა, შემდეგ კი, საერთაშორისო ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით, მაგისტრატურის კურსი „მანჩესტერის უნივერსიტეტში“ გაიარა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი