logo_geo
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 21 გრადუსამდე მოიმატებს
- +

4 თებერვალი. 2019. 13:14

 

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

ამასთან, 7 თებერვალს დღისით ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

 

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 7 თებერვალს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი