logo_geo
სკოლებში ანონიმური ყუთები არ განთავსდება
- +

4 თებერვალი. 2019. 17:03

 

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ხელმძღვანელის, გელა გელაძის განცხადებით, სკოლებში ანონიმური ყუთები არ განთავსდება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გელა გელაძემ განუცხადა, ამასთან დაკავშირებით სამინისტროს სკოლებისთვის არ მიუმართავს.

 

„აღნიშნული ყუთების განთავსების შესახებ რეკომენდაცია მომდინარეობდა არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიდან, რაც მიზნად ისახავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების გაუმჯობესებას, სკოლებში ძალადობის რისკების შეფასებასა და ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციას.

 

მოგეხსენებათ, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამავე მიზანს ემსახურება ყველა სიახლე, რომლებიც სკოლაში იგეგმება და დაიგეგმება - „ახალი სკოლის“ მოდელის და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ დანერგვა, პედაგოგთა ხელშეწყობა და გადამზადება, მანდატურის სამსახურის რეფორმა, მოსწავლეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევა მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურებისათვის. ამ მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, როდესაც მთელი სისტემის ჩართულობით კომპლექსურად მოხდება სკოლებში უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მიგვაჩნია, რომ სკოლებში ანონიმური ყუთების განთავსება არ მოხდება“, - განაცხადა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი