logo_geo
საოკუპაციო ხაზთან სასულიერო პირი დააკავეს
- +

5 თებერვალი. 2019. 00:23

 

 

სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე, რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მცხოვრები, მამა დავით დურგლიშვილი დააკავეს.

 

სუსის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ხოლო მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, როცა შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი