logo_geo
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, დეკემბერ-იანვარში, „112“-ში სასწრაფო დახმარების გამოძახების 48 748 შეტყობინება დაფიქსირდა
- +

5 თებერვალი. 2019. 12:04

 

საქართველოს მასშტაბით, გრიპის ვირუსთან ან/და გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან დაკავშირებით დეკემბერ-იანვარში „112“-ში 48 748 შეტყობინება დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ „112“-დან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

მათი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, საერთო ჯამში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების მოთხოვნით, „112“-ის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდა: 2018 წლის დეკემბერში 145 912 შეტყობინება, ხოლო 2019 წლის 20 იანვრამდე - 110 424 შეტყობინება. ამ გამოძახებებიდან გრიპის ვირუსთან ან/და გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან დაკავშირებით 2018 წლის დეკემბერში 24 437, ხოლო 2019 წლის 20 იანვრამდე 24 311 შეტყობინება დაფიქსირდა, რაც ჯამში 48 748-ს შეადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ წინა თვეებთან შედარებით, დეკემბერ-იანვარში გრიპის ვირუსთან დაკავშირებული გამოძახებების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში მსგავსი შინაარსის 3-ჯერ ნაკლები, 7 828 შეტყობინება დაფიქსირდა.

 

„112“-ის განმარტებით, აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს მოქალაქეებისგან მიღებულ მხოლოდ პირველად ინფორმაციას.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი