logo_geo
ამინდის პროგნოზი
- +

6 თებერვალი. 2019. 11:26

 

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 6 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

7 თებერვალს დღისით ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

 

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

 

ჰაერის ტემპერატურა 7 თებერვალს +16 გრადუსამდე მოიმატებს.

 

big_banner
არქივი