logo_geo
14 თებერვალს ვეტერანებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ
- +

7 თებერვალი. 2019. 11:58

 

14 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.

 

სამედიცინო აქცია ვეტერანებისთვის კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება. აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს, სრულიად უსასყიდლოდ გაეწევათ თერაპევტის ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის ტრავმატოლოგის, ანგიო-ქირურგის, რენტგენოლოგის, ენდოკრინოლოგის, ლაბორატორიული და სხვა სახის სამედიცინო მომსახურებები.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ორგანიზაციას „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

 

მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

 

 

 

big_banner
არქივი