logo_geo
ქართული ღვინით დამზადებულ კოქტეილს ბარმენთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენენ
- +

7 თებერვალი. 2019. 20:53

 

„Welcome to Georgia“-ს ფარგლებში, ქართული ღვინით დამზადებული პირველი კოქტეილი ბარმენთა მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება წარდგენილი, რომელიც ჩინეთში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

 

კოქტეილი საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ წარადგინა და ის მსოფლიო კოქტეილების ენციკლოპედიაშიც შევა.

 

მსოფლიო ბარმენთა ასოციაციის ექსპრეზიდენტი რონი ბუსმანი ამბობს, რომ ქართველ კოლეგებს კოქტეილების განახლებაში ეხმარება.

 

„ამასთანავე, შევქმენით პირველად ქართული პროდუქტებით ახალი კოქტეილი, რომლის მთავარი კომპონენტი ქართული ღვინოა. როგორც ჩანაფიქრში გვქონდა, ქართული დროშის ასოციაციას იწვევს, არის წითელი და ზემოდან თეთრი ფერით ფორმდება“, - თქვა რონი ბუსმანმა, რომელიც მსოფლიო დონის ბარმენი, მიქსოლოგი, ტრენერი და ბარმენთა მსოფლიო და საერთაშორისო ტურნირების ჟიურის ხელმძღვანელია.

 

ის საქართველოში დასაქმების სააგენტოს მოწვევით ჩამოვიდა და ქართველ ბარმენებს მასტერკლასიც ჩაუტარა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი